ირაკლი ღარიბაშვილი: 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ, კიდევ ერთხელ მინდა დავაფიქსირო მადლიერება შარლ მიშელის მიმართ

საქართველოს პრემიერმინისტრი, ირაკლი ღარიბაშვილი მმართველი გუნდის მიერ 19 აპრილის შეთანხმების ანულირებულად გამოცხადებას გამოეხმაურა.

მან ევროპული საბჭოს პრეზიდენტს შარლ მიშელს გაწეული ძალისხმევისთვის მადლობა გადაუხადა.

“დავტოვეთ შეთანხმება, რომელიც იყო ცალმხრივად გაფორმებული. პარტიის თავმჯდომარის მხრიდან ეს კარგად იყო განმარტებული. 100 დღის განმავლობაში ცალმხრივად ვასრულებდით ვალდებულებებს, რომელიც ჩვენ ავიღეთ. კიდევ ერთხელ მინდა საჯაროდ დავაფიქსირო მადლიერება პრეზიდენტ მიშელის მიმართ, ადამიანი, რომელმაც ბევრი გააკეთა შიდაპოლიტიკური სიტუაციის დამშვიდებისთვის”,- აღნიშნა ღარიბაშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები