„ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ – გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ღონისძიებები გაიმართება

პროექტის – „ლიტერატურა ოკუპაციის წინააღმდეგ“ ფარგლებში გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე სოფლებში კულტურული ღონისძიებები ჩატარდება.
საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერითა და ილია ჭავჭავაძის საქველმოქმედო ფონდის ორგანიზებით, გორის მუნიციპალიტეტის გამყოფი ხაზის მიმდებარე დასახლებებში ლიტერატურული, სახელოვნებო და შემეცნებითი ღონისძიებები გაიმართება.
ღონისძიებები საქართველოს დამოუკიდებლობის აღდგენის 30 წლისთავს მიეძღვნება.
ო️რგანიზატორების ინფორმაციით, პროექტის მიზანია  მოქალაქეთა ცნობიერების ამაღლება ანტისაოკუპაციო თემატიკაზე, ეროვნულ-სახელმწიფოებრივ თემატიკაზე მორგებული სახელოვნებო და ლიტერატურულ და შემეცნებით აქტივობებზე ხელმისაწვდომობა რეგიონებში.
აქტივობებს  –  30 ივლისს, 18:00 საათზე – სოფ. ტირძნისის სკოლის ეზო, 31 ივლისს, 18:00 საათზე – სოფ. ტყვიავის მთავარი სკვერი და 8 აგვისტოს, 18:00 საათზე – კარალეთის დევნილთა დასახლებაში მდებარე მთავარი სკვერი უმასპინძლებს.
ღონისძიებების ფარგლებში დაგეგმილია თეატრალიზებული კოსტიუმირებული პერფორმანსი მსახიობების მონაწილეობით; საჯარო ლექცია – „ანექსია-ოკუპაცია – 9 აპრილი – მწერლობის რეფლექსია ისტორიაზე“; ლიტერატურული ინტერმედია „25 თებერვალი – 9 აპრილი“ – მსახიობების ჩართულობით და შეხვედრა მწერალთან – თანამედროვე ავტორები ოკუპაციის შესახებ.
ღონისძიებები რეგულაციების სრული დაცვით, ღია ცის ქვეშ გაიმართება და მათზე დასწრება თავისუფალია.
პროექტის პარტნიორია გორის მუნიციპალიტეტის მერია.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები