„დროება“ – ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრების გამოფენა გაიხსნება

 30 ივლისს, 17:00 საათზე, თბილისის ისტორიის მუზეუმი  ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრების გამოფენას – „დროებას” უმასპინძლებს.

ორგანიზატორების ინფორმაციით, გამოფენაზე წარმოდგენილი იქნება ბაჩო ჭამელაშვილის 50-მდე ფერწერული ნამუშევარი, რომელთა თემატიკას ავტორი ძირითადად ადამიანებს შორის გაუცხოებულ ურთიერთობებს უკავშირებს.

ქეთი ტრაპაიძე, საქართველოს ეროვნული მუზეუმი, ხელოვნებათმცოდნე:
„ის ფიქრობს, რომ ადამიანებს შორის ურთიერთობები შეჩერდა და ეს მსოფლიოს დღევანდელობაა – სამწუხაროდ, მათ ურთიერთობისთვის დრო აღარ რჩებათ, მიუხედავად იმისა, რომ ეს ყოველი ჩვენგანისთვის აუცილებელი მოთხოვნილებაა.

„ეს სამწუხარო ვითარება სუფევს მთელ მსოფლიოში. საზოგადოებას აღარ რჩება დრო ურთიერთობისათვის რაც აჯანსაღებს და აკეთილშობილებს ყოველ ჩვენგანს”,  – ამბობს ავტორი, და სწორედ ეს განცდა იკითხება მის ყოველ ნამუშევარში, რადგან პოზიტიურის მოლოდინს მხატვარი ფერით გადმოსცემს.

პროექტის მიზანია, ფართო საზოგადოებას გააცნოს ბაჩო ჭამელაშვილის ნამუშევრები, როგორც თანამედროვე სამყაროს გაუცხოების თემაზე შექმნილი საინტერესო ნიმუშები და მისი განწყობის და ნააზრევის შედეგი წარუდგინოს“.
გამოფენა 10 აგვისტომდე გასტანს.
მისამართი: იოსებ გრიშაშვილის სახელობის თბილისის ისტორიის მუზეუმი (ქარვასლა) სიონის ქუჩა 8.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები