მაკა ბოჭორიშვილი: “ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გაცხადებული, რომ ვიდრე ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას
“ქართულ ოცნებას“ მტკიცედ აქვს გაცხადებული, რომ ვიდრე ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში, ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას”, – ამის შესახებ პარლამენტის ევროპასთან ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარემ მაკა ბოჭორიშვილმა საქართველოს პირველ არხს განუცხადა.
მისივე თქმით, მმართველი გუნდი რეფორმების ერთგული რჩება.
“ქართულ ოცნებას“ ძალიან მტკიცედ აქვს გაცხადებული, რომ ვიდრე ხელისუფლებაშია, ყველა საჭირო რეფორმა გატარდება, რაც სჭირდება საქართველოს ევროკავშირში ინტეგრაციას, საქართველოს ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციას. ჩვენ რა თქმა უნდა, ვრჩებით ამ რეფორმების ერთგული და ამ რეფორმების გატარების პროცესში მუდმივად გვექნება კომუნიკაცია. პროცესში ჩართული იქნებიან ჩვენი სტრატეგიული პარტნიორები, ისე როგორც ეს აქამდე ხდებოდა. ეს რეფორმები გაწერილია. ჩვენ მადლობელი ვართ შარლ მიშელის, რომელმაც კიდევ ერთხელ ხაზი გაუსვა იმ მნიშვნელოვან სფეროებს, რაც სჭირდება ქვეყნის შემდგომ დემოკრატიულ კონსოლიდაციას. ჩვენ ვთანხმდებით, რომ საქართველო ნამდვილად აგრძელებს აქტიურ მუშაობას ყველა დაინტერესებული პოლიტიკური პარტიის მონაწილეობით, რათა გავატაროთ საჭირო სასამართლო რეფორმა. საარჩევნო რეფორმა კი ვნახეთ, რომ პოლიტიკური პარტიების ჩართულობით შესაძლებელი იყო, მიგვეღო ის ცვლილებები, რაც სჭირდებოდა საარჩევნო პროცესის დახვეწას“, – განაცხადა მაკა ბოჭორიშვილმა.