150 დაღუპული და ასობით დაშავებული – ავღანეთში წყალდიდობამ ერთი სოფელი მთლიანად გაანადგურა
გადაუღებელი ძლიერი წვიმის შედეგად ავღანეთის პროვინცია ნურისტანში წყალდიდობას 150 ადამიანი ემსხვერპლა.
ადგილობრივი მედიის ინფორმაციით, სტიქიამ განსაკუთრებული ზარალი სოფელ მირდდეშს მიაყენა.
ადგილობრივი ხელისუფლების განცხადებით, ძლიერმა წვიმამ სოფელი მთლიანად გაანადგურა და ტერიტორიას ამჟამად „თალიბანი“ აკონტროლებს. სტიქიის შედეგად 50-ზე მეტი სახლი დაინგრა.