ალასკაში 8.2 მაგნიტუდის მიწისძვრა მოხდა
ალასკის სანაპიროსთან ძლიერი მიწისძვრა მოხდა. ინფორმაციას “როიტერი ავრცელებს.
მათივე ცნობით, ეპიცენტრი ქალაქ პერივილიდან 91კმ-ში, ალასკის ყურეში დაფიქსირდა.
8.2 მაგნიტუდის ბიძგები მსოფლიო კოორდინირებული დროით (UTC) 06:15 საათზე დაფიქსირდა.
ვრცელდება გაფრთხილება მოსალოდნელი ცუნამის საფრთხის შესახებაც.