დავით ზალკალიანი: ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის

“ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის”, – ასე გამოეხმაურა საგარეო საქმეთა მინისტრი, დავით ზალკალიანი ჟურნალისტებთან საუბრისას „ქართული ოცნების” მიერ შარლ მიშელის დოკუმენტის ანულირების საკითხს.

კითხვაზე, “როგორ უნდა აუხსნათ დასავლელ პარტნიორებს თქვენი საქციელი”, მინისტრმა უპასუხა, რომ ეს მათი საქმეა.

„თქვენ ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი კარგად იქნება. ნუ ნერვიულობთ, ყველაფერი იქნება კარგად ახსნილი, არანაირი რუსული სცენარი არ არის“, – აღნიშნა ზალკალიანმა.

ცნობისათვის, „ქართული ოცნება“ 19 აპრილის შეთანხმებას ანულირებულად აცხადებს. შესაბამისი განცხადება პარტიის ლიდერებთან ერთად, “ქართული ოცნების” თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ საგანგებო ბრიფინგზე გააკეთა. კობახიძის თქმით, 19 აპრილის შეთანხმებამ საკუთარი თავი ამოწურა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები