კახა კალაძე: ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა

ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ და ამ ყველაფერზე ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას თბილისის მოსახლეობას, – ამის შესახებ თბილისის მერმა, კახა კალაძემ განაცხადა.

მისი თქმით, მისთვის ყველაზე დიდი საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა.

„ჩემი კამპანია იქნება აგებული მხოლოდ და მხოლოდ გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებზე, რაც ამ ქალაქში მცხოვრებ მოსახლეობას. ძალიან ამბიციური გეგმები გვაქვს. ძალიან ამბიციური პროექტები გვაქვს, რომელთა განხორციელებას მომდევნო 4 წლის განმავლობაში ვგეგმავთ და ამ ყველაფერზე ეტაპობრივად მივაწვდით ინფორმაციას თბილისის მოსახლეობას, რომ ჰქონდეთ სრულყოფილი ცნობები ყველა ჩვენს გადადგმულ ნაბიჯზე. არცერთ კანდიდატზე არ ვაპირებ რაიმე შეფასებისა და განცხადების გაკეთებას. ჩემთვის ყველაზე მთავარი კონკურენტი არსებული გამოწვევები და პრობლემები არის, რომლებიც, სამწუხაროდ მრავლად გვაქვს ქალაქში. მთელი ჩემი კამპანია იქნება აგებული სამომავლო გეგმებზე, კონკრეტულ პროექტებსა და გადაწყვეტილებებზე. მე ვარ უბედნიერესი ადამიანი. ჩემთვის ყველაზე დიდი სიმდიდრე, საბრძოლო იარაღი ამ არჩევნებში არის თბილისელების, რიგითი ადამიანების მხარდაჭერა და თანადგომა, რასაც ქალაქში რომ გამოვდივარ ყოველ ნაბიჯზე ვგრძნობ და ეს არის ყველაზე დასაფასებელი. ამ ურთიერთობას, ამ სიყვარულს მე ძალიან ვუფრთხილდები და როგორც ქალაქის მერი, როგორც მერობის კანდიდატი მზად ვარ ეს სიყვარული დავაბრუნო კონკრეტული პროექტებით და კარგი გაკეთებული საქმეებით თბილისში“, – განაცხადა კალაძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები