მეთიუ ბრაიზა: იმედი მაქვს, რომ „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შეძლებენ, საქართველოს დემოკრატიული განვითარება თავის რელსებზე დააბრუნონ

მესმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა”, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ საქართველოსთვის და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუკი ევროკავშირსა და აშშ-სთან ერთად, მაინც იარსებებდა ამ უთანხმოების მოგვარებისკენ წინსვლის შანსი, – ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივნის მოადგილის ყოფილმა თანაშემწემ, მეთიუ ბრაიზამ „ინტერპრესნიუსთან“ განაცხადა.

მისი თქმით, შეთანხმება ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი მიღწევა იყო ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით.

„ბატონი კობახიძის განცხადებით, რომ “ქართული ოცნება” 19 აპრილის შეთანხმებას ტოვებს, იმედგაცრუებული დავრჩი. ეს მართლაც ევროკავშირის ერთ-ერთი დიდი მიღწევა იყო ევროპული კომისიის პრეზიდენტის, შარლ მიშელის ჩართულობით და ასევე, დიდი მიღწევა იყო თანამედროვე საქართველოს ისტორიისთვის. ამან 6-თვიანი ჩიხიდან გამოსვლას შეუწყო ხელი, რაც საქართველოს რეპუტაციას ბრიუსელში, ვაშინგტონსა და მთელ ტრანსატლანტიკურ რეგიონში ნამდვილად აზიანებდა. კი, რა თქმა უნდა, მესმის იმედგაცრუება იმის გამო, რომ ზოგიერთმა ოპოზიციურმა პარტიამ, როგორიცაა “ნაციონალური მოძრაობა”, 19 აპრილის შეთანხმებას ხელი არ მოაწერა, მაგრამ საქართველოსთვის და მისი ტრანსატლანტიკური მისწრაფებებისათვის ბევრად უკეთესი იქნებოდა, თუკი ევროკავშირსა და აშშ-სთან ერთად, მაინც იარსებებდა ამ უთანხმოების მოგვარებისკენ წინსვლის შანსი.

ასე რომ, მივესალმები მაგალითად, დავით ბაქრაძის განცხადებას, რომ მიუხედავად იმისა, რომ ის აღშფოთებულია “ქართული ოცნების” მიერ 19 აპრილის შეთანხმების დატოვებით, დაელოდება ევროკავშირისა და აშშ-ს რეაქციას. ვფიქრობ, ეს გონივრული მიდგომაა და იმედი მაქვს, რომ დაძაბულობა ცოტათი შემცირდება, შემდეგ კი ორივე, „ქართული ოცნება“ და ოპოზიცია შეძლებს, კეთილგონიერი იყოს, გადალახოს მოუთმენლობა და უნდობლობა მეორე მხარის მიმართ და საქართველოს დემოკრატიული განვითარება თავის რელსებზე დააბრუნოს“, – განაცხადა აშშ-ის ყოფილმა დიპლომატმა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები