ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა

ხულოს მუნიციპალიტეტში სამკერვალო საწარმო ამოქმედდა. სოფლის განვითარების პროგრამის თანადაფინანსებით, კომპანიამ “ბეკი” სამკერვალოს მოსაწყობად 35 ათასამდე ლარის ინვესტიცია განახორციელა.

საწარმოში 17 ადგილობრივია დასაქმებული. სოფლის განვითარების პროგრამის ფარგლებში, უკვე დაფინანსებულია 30-ზე მეტი პროექტი, რომლის ინვესტიციის ჯამური ღირებულებაც 5,5 მილიონს აჭარბებს – აქედან თითქმის 4 მილიონი სახელმწიფოს თანადაფინანსებაა.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები