გოგი მეშველიანმა ბოლნისის N3 საჯარო სკოლის დირექტორს დამსახურებული მასწავლებლის წოდების მინიჭება მიულოცა

მასწავლებელთა პროფესიული განვითარების ეროვნული ცენტრის გადაწყვეტილებით, მრავალწლიანი ნაყოფიერი საქმიანობისა და ახალგაზრდების განათლების საქმეში შეტანილი წვლილისთვის ქალაქ ბოლნისის, N3 საჯარო სკოლის დირექტორს მზია დანელიას საქართველოს დამსახურებული მასწავლებლის წოდება მიენიჭა.

იგი საპატიო სიგელითა და სამკერდე ნიშნით დაჯილდოვდა, რაც ბოლნისის , დმანისის, თეთრიწყაროსა და წალკის მაჟორიტარმა გოგი მეშველიანმა, ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერთან, დავით შერაზადიშვილთან და ბოლნისის რესურსცენტრის ხელმძღვანელთან, იამზე სვანიძესთან ერთად გადასცა.

„მინდა მას მივულოცო მრავალწლიანი შრომის დაფასება , აღიარება და კიდევ ბევრი წარმატება ვუსურვო პროფესიულ საქმიანობაში!“- განაცხადა გოგი მეშველიანმა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები