თამთა მეგრელიშვილი: შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი – ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები დასრულებულიყო, 100 დღის თავზეც მიუღწეველია

,,მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო რეფორმის, ასევე რიგი საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, ” ქართული ოცნების” პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ხელშესახებ შედეგზეც გადის. ოპოზიცია კი საკუთარ არსებობას მხოლოდ დესტრუქციით ავლენს. სახელმწიფოში მოვლენების ამგვარად განვითარება მიუღებელია და დიახ, მხოლოდ პოლიტიკური სიბრიყვეა გქონდეს იმ ძალის პოლიტიკური ფერიცვალების იმედი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია“ – ამის შესახებ საჯარო მმართველობის დოქტორი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით ,,ნაციონალური მოძრაობისთვის” ერთადერთი გამარჯვების საშუალება ქვეყანაში ,,გადატრიალებაა.’’

„შარლ მიშელის დოკუმენტის მთავარი მიზანი, ქვეყანაში დესტრუქციული პროცესები დროულად დასრულებულიყო, 100 დღის თავზეც მიუღწეველია.
რევოლუციური რიტორიკის და სტილის ერთგული მიხეილ სააკაშვილის პოლიტიკური სცენარისა და ამ სცენარში ჩართული ძალების (მათ შორის ამ
ხელშეკრულების ფარგლებში გათავისუფლებული ორი პოლიტიკას ამოფარებული კრიმინალის ნიკანორისა და რურუას) პოლიტიკური მომავალი დიდი კითხვის ნიშნის შემცველია.
მიმდინარე სასამართლო და საარჩევნო რეფორმის, ასევე რიგი საკანონმდებლო ცვლილებების პარალელურად, ” ქართული ოცნების” პოლიტიკური ცხოვრება გრძელდება და ხელშესახებ შედეგზეც გადის.
ოპოზიცია კი საკუთარ არსებობას მხოლოდ დესტრუქციით ავლენს.
სახელმწიფოში მოვლენების ამგვარად განვითარება მიუღებელია და დიახ, მხოლოდ პოლიტიკური სიბრიყვეა გქონდეს იმ ძალის პოლიტიკური ფერიცვალების იმედი, რომელსაც “ნაციონალური მოძრაობა” ჰქვია და რომლისთვისაც პოლიტიკური გამარჯვების ერთადერთი საშუალება “გადატრიალება” რჩება. სწორედ ამიტომ, სწორი სახელმწიფოებრივი აზროვნებისა და ხედვის გამოვლინებაა “ქართული ოცნების” გადაწყვეტილება გავიდეს მის მიერვე ცალმხრივად შესრულებული შეთანხმებიდან! დაემშვიდობეთ შეთანხმებით თქვენივე პოლიტიკური კეთილდღეობისთვის ხელოვნურად შექმნილ 43 % – იან მონაცემს!
შეთანხმებაზე ხელის მოსაწერად ფეხზე გეკიდათ შესაძლებლობა მთელი 100 დღე!
დღეს დოკუმენტი ანულირდა და დიახ, დღეიდან სახელმწიფო დაუბრუნდა კონსტიტუციურ ჩარჩოებს!მინაწერი (P.S.) საკუთარ თავში მაინც აღიარეთ, რომ შარლ მიშელის შეთანხმებაში ჩაწერილი 43%-იანი ბარიერი საუკეთესო პოლიტიკური საჩუქარი იყო თქვენთვის, დესტრუქციულნო, რომელიც ვერ შეიღირსიეთ!
დიდი შეცდომაა ისიც, რომ ეს პოლიტიკური დათმობაც რადიკალიზაციის საყრდენად აქციეთ.ახლა დამდგარი შედეგიც მხოლოდ თქვენსავე თავს დააბრალეთ!
“ქართული ოცნებისთვის” თვისობრივად არაფერი შეცვლილა.
ეს ძალა 43%- დან და 53%-მდე შედეგს დადებს. ამას ყველა ვნახავთ.
თქვენ კი “ქართულმა ოცნებამ” კიდევ ერთხელ გაგაწნათ მწარე პოლიტიკური სილა.
ეს დიდხანს გემახსოვრებათ. ესეც კიდევ ერთით ნული, ინებეთ!’’ წერს facebook – ზე თამთა მეგრელიშვილი.

ცნობისთვის, პარტია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ, ირაკლი კობახიძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა, რომ განსაკუთრებულ მადლობას უხდის შარლ მიშელს მისი ძალისხმევისა და მხარდაჭერისთვის, თუმცა დოკუმენტის ხელმოწერიდან 100 დღის თავზე აშკარაა, რომ მან თავისი მისია შეასრულა და თავი ამოწურა. მისივე თქმით, 19 აპრილის შეთანხმების ანულირებით, დღეიდან ქვეყანა კონსტიტუციურ ჩარჩოს დაუბრუნდა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები