„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს

„ქართული ოცნების“ ცენტრალურ ოფისთან აქცია მიმდინარეობს. ადგილზე სამოქალაქო აქტივისტები იმყოფებიან. ისინი 5-6 ივლისს განვითარებულ მოვლენებს აპროტესტებენ.

აქტივისტებს დეპუტატებისთვის კითხვების პირადად დასმა უნდოდათ იმის შესახებ, თუ რატომ არ აკავებენ 23 დღის შემდეგაც კი, ძალადობრივი ჯგუფების ორგანიზატორებს.
„23 დღე გავიდა, რატომ არ არიან დაკავებულები ძალადობის ორგანიზატორები, მათ შორის მორგოშია და მახარაძე, რომელთა შესახებაც პირდაპირი მტკიცებულებებია ვიდეოს სახით”,- აღნიშნა აქციის ერთ-ერთმა მონაწილემ. ადგილზე მობილიზებულია პოლიცია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები