თელავსა და ლაგოდეხში ქარმა მრავალწლიანი ხეები მოგლიჯა

სტიქია კახეთში – ძლიერი ქარის შედეგად თელავსა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტებში მრავალწლიანი ხეებია მოგლეჯილი. რის გამოც, დროებით შეზღუდული იყო საავტომობილო მოძრაობა, თუმცა შესაბამისმა სამსახურებმა გზა დროულად გაწმინდეს.

ლაგოდეხში, თავისუფლების ქუჩაზე ძლიერმა ქარმა ორი ხე წააქცია. შედეგად, დაზიანდა იქვე მდგომი ავტომობილები. შემთხვევას მსხვერპლი არ მოჰყოლია.

სტიქიამ ასევე დააზიანა ელექტროგამტარი კაბელები, რის გამოც ადგილზე ამ წუთებშიც „ენერგოპრო ჯორჯიას“ ტექნიკური სამსახური მუშაობს. ქალაქის გარკვეულ ნაწილს ელექტროენერგია ამ დრომდე არ მიეწოდება.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები