სტიქიით დაზარალებულ ლენტეხი-მესტიის გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა

ლენტეხი-მესტიის დამაკავშირებელ გზაზე საავტომობილო მოძრაობა აღდგა.

ინფორმაციას რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთში სახელმწიფო რწმუნებული პაპუნა მარგველიძე ადასტურებს.

პაპუნა მარგველიძის ინფორმაციით, სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები გაგრძელდება.

მისივე თქმით, გარესამყაროს მოწყვეტილ სამ სოფელში – დურაშში, ტვიბსა და საყდარში მცხოვრებ მოსახლეობასთან დაკავშირება უკვე ხდება, თუმცა მისასვლელ გზაზე მიმდინარეობს სამუშაოები.

შეგახსენებთ, რომ ძლიერი წვიმების შედეგად მდინარე ცხენისწყალი ადიდდა და საავტომობილო გზა წაიღო.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები