ეკატერინე ტიკარაძე: მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება

“დღესდღეობით, ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის”,- ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა ეკატერინე ტიკარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.

მისივე თქმით, პანდემიასთან ბრძოლის მთავარი ინსტრუმენტებია – თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება.

“მთავარი პრობლემა ქვეყანაში იმუნიზაცია არ არის, ვინაიდან იმუნიზაციის პროცესშიც კი ხშირია ინფიცირება. დღესდღეობით, ვაკვირდებით სხვადასხვა ქვეყანას, რომელიც ძალიან წარმატებული იყო იმუნიზაციაში, თუმცა იქ ინფექციის გავრცელება მაინც არის.

ყველაზე წარმატებული ინსტრუმენტი იმისა, რომ ჩვენ პანდემიას ვებრძოლოთ ეს არის – თვითორგანიზება, ნიღბის ტარება და სოციალური დისტანცირება”,- განაცხადა მინისტრმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები