საქართველო სხვა ქვეყნებთან ერთად, ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას შეუერთდა

უკრაინა, საქართველო, ალბანეთი, მაკედონია და ნორვეგია ყირიმის ანექსიის გამო რუსეთისთვის დაწესებული სანქციების ერთი წლით გახანგრძლივებას შეუერთდნენ. ინფორმაციას ამის შესახებ ევროკავშირის საბჭო ავრცელებს.

„ალბანეთი, ნორვეგია, მაკედონია, უკრაინა და საქართველო ევროკავშირის საბჭოს 21 ივნისის გადაწყვეტილებას უერთდებიან. ეს ქვეყნები უზრუნველყოფენ, რომ მათი ეროვნული პოლიტიკა საბჭოს გადაწყვეტილებას შეესაბამებოდეს“, – ნათქვამია განცხადებაში.

ევროკავშირის საბჭოს განცხადებაში აღნიშნულია, რომ ევროკავშირი მიესალმება ამ გადაწყვეტილებას.

მიმდინარე წლის ივნისში ევროკავშირის საბჭომ ერთი წლით გაახანგრძლივა რუსეთის მიერ ყირიმის ანექსიის გამო დაწესებული სანქციები.

სანქციები ყირიმიდან და სევასტოპოლიდან პროდუქციის იმპორტის, ინვესტიციების განხორციელებასა და ტურისტული მომსახურების გაწევის აკრძალვას მოიცავს.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები