იაგო ხვიჩია: თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს
„მე სასტიკად ვეწინააღმდეგები თბილისში საერთო კანდიდატის იდეას და რამდენი ხანია მოვუწოდებ ოპოზიციას, რომ არ გააკეთონ ეს. ვისაც შეუძლია და ჰყავს შესაფერისი კანდიდატი, ყველამ დააყენოს. ეს არის „ქართული ოცნების“ თამაში. თუ იქნება ორი კანდიდატი, ნიკა მელია და კახა კალაძე, ჩემი ღრმა რწმენით კახა კალაძე პირველივე ტურში მოიგებს არჩევნებს და მორჩება ეს ისტორია“, – განაცხადა იაგო ხვიჩიამ.