კორონავირუსის დელტა შტამი ევროპაში დომინანტი გახდა

ევროპის უმეტეს ქვეყანაში, დღესდღეობით, კორონავირუსის დელტა შტამი დომინირებს. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას ევროპის დაავადებათა პროფილაქტიკისა და კონტროლის ცენტრი (ECDC) და „ჯანმოს“ ევროპის ბიურო ავრცელებენ.

მათი მონაცემებით, 28 ივნისიდან 11 ივლისამდე, დელტა ვარიანტი 28 ქვეყნიდან 19-ში დომინირებდა. 19 ქვეყანაში დელტა შტამის საერთო წილის 68,3% შეადგენდა, იმ დროს როდესაც ალფა შტამი 22,3% შეადგენს.

„უახლოეს თვეებში დელტა შტამი მთელ მსოფლიოში გახდება დომინანტი, ის უკვე ევროპის თითქმის ყველა ქვეყანაში გამოავლინეს. ის გავრცელებას განაგრძობს და სხვა შტამებს გამოდევნის, თუ კი უფრო კონკურენტუნარიანი ვირუსი არ გაჩნდება“,- ნათქვამია განცხადებაში.

ორგანიზაციის წარმომადგენლები ვაქცინაციის ტემპების აჩქარებისკენ მოუწოდებენ, ვინაიდან აცრის მეშვეობით ვირუსის გადატანა გაცილებით იოლ ფორმებში მიმდინარეობს.

„მონაცემების თანახმად სრული ვაქცინაცია საგრძნობლად ამცირებს ჰოსპიტალიზაციისა და სიკვდილის რისკს“,- აღნიშნა „ჯანმოს“ ევროპული ბიუროს დირექტორმა ჰანს კლიგემ.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები