ძლიერი წვიმის შედეგად დატბორილი სოჭი – რა ვითარებაა ზღვისპირა ქალაქში (ვიდეო)

სოჭში ძლიერი წვიმისა და ქარიშხლის შედეგად ქალაქი დაიტბორა, ასევე ნაპირებიდან გადმოვიდა მდინარე დაგომისი. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო „ТАСС“ ავრცელებს.

ადგილობრივი ხელისუფლება მოსახლეობას შესაძლო ევაკუაციის შესახებ აფრთხილებდა, მაგრამ ეს საჭირო არ გახდა. ქალაქში ჩართულია საგანგაშო სიგნალი.

ამ დროისათვის, ძლიერი წვიმა შეწყდა, ხოლო მდინარე კალაპოტს უბრუნდება. ადილობრივი ხელისუფლების განცხადებით, მომხდარს მსხვერპლი და ინფრასტრუქტურის მასშტაბური ნგრევა არ მოჰყოლია.

 

 

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები