სომხეთის თავდაცვის უწყება: აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა

სომხეთის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, აზერბაიჯანის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, სამი სომეხი ჯარისკაცი დაიჭრა.

როგორც ადგილობრივი მედია ძალოვან უწყებაზე დაყრდნობით წერს, შეიარაღებული კონფლიქტი დღეს სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვართან, გეღარქუნიკის რაიონში მოხდა.

მათივე ცნობით, მომხდარს წინ უძღოდა სროლა აზერბაიჯანის მხარეს, რაც, მათივე ვარაუდით, შესაძლოა, დაკავშირებული იყოს აზერბაიჯანელ სამხედროებს შორის კონფლიქტთან.

სომხეთის თავდაცვის უწყებაში აცხადებენ, რომ მათ აზერბაიჯანის პოზიციების მიმართულებით არ გაუსვრიათ, ვიდრე აზერბაიჯანელებმა არ გაუხსნეს ცეცხლი სომხურ პოზიციებს.

თავის მხრივ, განცხადება აზერბაიჯანმაც გაავრცელა, სადაც აცხადებენ, რომ სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნას ერთი აზერბაიჯანელი სამხედრო ემსხვერპლა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები