აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტრო: სომხეთის მხრიდან ცეცხლის გახსნის შედეგად, ერთი სამხედრო დაიღუპა

აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს ინფორმაციით, სომხეთის შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანელი სამხედროების პოზიციებს ცეცხლი დღეს ადგილობრივი დროით 16:00-ზე გაუხსნეს.
შედეგად, ქელბაჯარის რაიონში ერთი აზერბაიჯანელი ოფიცერი დაიღუპა.

„სნაიპერის მიერ ნასროლი ტყვიის შედეგად, დაიღუპა აზერბაიჯანის სამხედრო მოსამსახურე. ვიზიარებთ მისი ახლობლებისა და ოჯახის წევრების მწუხარებას.

ასეთი პროვოკაციებით სომხური მხარე მიზნად ისახავს ორი ქვეყნის საზღვარზე სიტუაციის დაძაბვას“, – წერია აზერბაიჯანის თავდაცვის სამინისტროს განცხადებაში.

ცნობისთვის, სომხეთ-აზერბაიჯანის საზღვარზე ვითარება 12 მაისს დაიძაბა, როდესაც სომხეთის თავდაცვის სამინისტრომ განაცხადა, რომ აზერბაიჯანელმა ჯარისკაცებმა სიუნიქის რაიონში სომხეთის საზღვარი უკანონოდ გადაკვეთეს.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები