ამირან გამყრელიძე – ჟურნალისტს: თუ გინდათ, მიგიღებთ სტაჟირებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში, თუ მოგეწონათ, მერე დაგითმობთ ჩემს ადგილს

“დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორობა თქვენ თუ გინდათ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით”, – ასე მიმართა დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ ჟურნალისტს თანამდებობის დატოვებასთან დაკავშირებით დასმულ კითხვაზე.

მას შემდეგ რაც ჟურნალისტმა აღნიშნა, რომ ექიმია, გამყრელიძემ მას დაავადებათა კონტროლის ცენტრში სტაჟირება შესთავაზა.

„ეგეთი რამე ვთქვი? ჩემზე ბევრი ინფორმაცია ვრცელდება, მაგრამ… თქვენ თუ ძალიან გინდათ, ჩემს ადგილს შემოგთავაზებთ. გინდათ? ახალგაზრდა კაცი ხართ, ახალგაზრდები უნდა მოვიდნენ ჩემს ადგილზე. თქვენ თუ ძალიან გინდათ, რომ დაავადებათა კონტროლის ცენტრის დირექტორი იყოთ, ისწავლეთ, რამდენიც მე ვისწავლე და სიამოვნებით, თუ ძალიან გინდათ ჩემი გადადგომა.

ექიმი ხართ? მით უმეტეს, გეტყვით მაშინ, რამდენი კურსი უნდა გაიაროთ, რამდენი უნდა ისწავლოთ კიდევ და სიამოვნებით. თუ გინდათ, მიგიღებთ სტაჟირებაზე დაავადებათა კონტროლის ცენტრში. თუ მოგეწონათ, მერე დაგითმობთ ჩემს ადგილს“, – მიმართა გამყრელიძემ ჟურნალისტს.

 

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები