ლევან ნიკოლეიშვილი: ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი, ,,ტვ პირველის” წარმომადგენლები მთელი დღის განმავლობაში პრემიერმინისტრის სახლთან სხედან – ეს ნორმალურია?
„არ ვიცი, სხვა რა ჰქვია ამას, თუ არა ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი? ,,ტვ პირველის” წარმომადგენლები (არ მითხრათ ახლა, ჟურნალისტები არიანო!) სხედან მთელი დღის განმავლობაში, პრემიერმინისტრის სახლთან და …ელოდებიან შემსვლელ-გამომსვლელს, მათ შორის, ბავშვებსაც, რომ წივილით, კივილითა და ათასგვარი შეძახილით დახვდნენ ან შეაცილონ,” – ამის შესახებ ექსპერტი, ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
როგორც ექსპერტი აღნიშნავს, საინტერესოა, რა მოსაზრება აქვს ამაზე სახალხო დამცველს, ეთიკის ქარტიას ან თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს.
„არ ვიცი, სხვა რა ჰქვია ამას, თუ არა ძალადობა და ფსიქოლოგიური ტერორი? ,,ტვ პირველის” წარმომადგენლები (არ მითხრათ ახლა, ჟურნალისტები არიანო!) სხედან მთელი დღის განმავლობაში, პრემიერმინისტრის სახლთან და …ელოდებიან შემსვლელ-გამომსვლელს, მათ შორის, ბავშვებსაც, რომ წივილით, კივილითა და ათასგვარი შეძახილით დახვდნენ, ან შეაცილონ ! საინტერესოა, ან სახალხო დამცველს რა მოსაზრება აქვს ამასთან დაკავშირებით ან ეთიკის ქარტიას, ან თუნდაც ჩვენი მეგობარი ქვეყნების საელჩოებს…ეს ნორმალურია? ოღონდ შეფასება, რომ ეს დემოკრატიის ნაწილია ჩემთვის მიუღებელია იმიტომ, რომ ეს არც დემოკრატიაა და არც სიტყვის, თუ გნებავთ, გამოხატვის თავისუფლება! ეს ძალადობაა, სიველურის ნიშნებით“, – წერს ლევან ნიკოლეიშვილი.