პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხი ტელეფონით განიხილეს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინსა და სომხეთის პრემიერმინისტრის მოვალეობის შემსრულებელ ნიკოლ ფაშინიანს შორის სატელეფონო საუბარი შედგა.

ოფიციალური ერევნის ინფორმაციით, პუტინმა და ფაშინიანმა მთიანი ყარაბაღის საკითხზე ისაუბრეს.

“ორი ქვეყნის ლიდერებმა ეკონომიკისა და თავდაცვის სფეროებში ორმხრივი თანამშრომლობის საკითხები განიხილეს”, – აღნიშნულია სომხეთის მთავრობის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

მათივე ცნობით, ფაშინიანმა ხაზი გაუსვა რუსეთის როლს რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის შენარჩუნებაში. ამავე კონტექსტში, მხარეებმა ხაზი გაუსვეს ეუთოს მინსკის ჯგუფის თანათავმჯდომარეების ძალისხმევასაც.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები