ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა

ბორის ჩოჩიევი 64 წლის ასაკში კორონავირუსით გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ის კორონავირუსით ივლისში დაავადდა. მდგომარეობის გაუარესების შემდეგ, ჩოჩიევი ჩრდილოეთ ოსეთის საავადმყოფოში გადაიყვანეს.

ის ხუთშაბათს, 22 ივლისს გარდაიცვალა.

ცნობისთვის, ბორის ჩოჩიევს სხვადასხვა დე ფაქტო თანამდებობა ეკავა. იგი ხელმძღვანელობდა ე.წ. ეროვნებათა საქმეთა კომიტეტს, იყო განსაკუთრებულ საკითხთა “მინისტრი”, ხელმძღვანელობდა ქართულ-ოსური კონფლიქტის მოგვარების შერეული საკონტროლო კომისიის სამხრეთ ოსეთის ჯგუფს, 2008 წლის აგვისტოს ომის შემდეგ, მრავალი წლის განმავლობაში მოლაპარაკებების პროცესში იყო ჩართული. ლეონიდ თიბილოვის ხელისუფლებაში მოსვლის შემდეგ, ჩოჩიევი ხელმძღვანელობდა ე.წ. პრეზიდენტის ადმინისტრაციას.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები