23 ივლისს, რამდენიმე საათით თბილისი-სენაკი-ლესელიძის საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე ავტოტრანსპორტის მოძრაობა აიკრძალება

საავტომობილო გზის 156-ე კმ-ზე (სოფ. ხუნევი) დეპარტამენტის კონტრაქტორი ორგანიზაციის ,,ჰუნანის გზებისა და ხიდების სამშენებლო ჯგუფის“ საქართველოს ფილიალს მიერ, საფრთხის თავიდან აცილების მიზნით, საჭიროა ფერდობიდან დიდი ლოდების მექანიკურად ჩამოშლა, რის გამოც, 23 ივლისს 06:00 სთ-დან 08:00 სთ-მდე 15-წუთიანი ინტერვალებით, აღნიშნულ მონაკვეთზე, აკრძალულია ყველა სახის ავტოტრანსპორტის მოძრაობა.

აღნიშნული რეჟიმით მოძრაობა განხორციელდება საპატრულო პოლიციის უშუალო ზედამხედველობით და კოორდინაციით.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები