“აიისა”-მ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში პროცესი მოუგო

პრეზერვატივების მწარმოებელი სტარტაპის დამფუძნებელმა, ანანია გაჩეჩილაძემ საქართველოს სტრასბურგის სასამართლოში მოუგო. ადამიანის უფლებების ევროპულმა სასამართლომ “აიისა”-ს საქმეში მეათე მუხლის, გამოხატვის თავისუფლების დარღვევა დაადგინა.

„სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს კონსტიტუციითა და ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციით დაცულ ღირებულებებს შორის ლეგიტიმური ბალანსის დაცვისას საერთო სასამართლოების გადაწყვეტილებაზე არსებითი გავლენა იქონია საქართველოს მართლმადიდებლური ეკლესიის წევრების შეხედულებებმა ეთიკურ საკითხებთან დაკავშირებით. მსგავსი მიდგომა ეწინააღმდეგება საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ დადგენილ სტანდარტს, რომლის მიხედვითაც, „დაუშვებელია კონკრეტული პირის ან პირთა ჯგუფის ზნეობრივი ნორმების ან მსოფლმხედველობის საზოგადოების სხვა ჯგუფებზე თავსმოხვევა სახელმწიფო ინსტიტუტების, მათ შორის, სასამართლოს მეშვეობით.“ ასევე, ეწინააღმდეგება საერთაშორისო სტანდარტებს.

სასამართლო იმეორებს, რომ პლურალისტურ დემოკრატიულ საზოგადოებაში, ვინც ირჩევს რელიგიის გამოხატვის თავისუფლებას, უნდა შეეგუოს და მიიღოს სხვების მიერ მათი რელიგიური მრწამსის უარყოფა და სხვების მიერ მათი რწმენისადმი მტრულად განწყობილი დოქტრინების გავრცელებაც კი“, – აღნიშნავს ადამიანის უფლებების ევროპული სასამართლო.

დავა შეეხებოდა საქართველოში “აიისას”-სთვის დაკისრებულ ჯარიმებსა და საქართველოს სხვადასხვა ინსტანციის სასამართლოს გადაწყვეტილებებს, რომლებიც მიიჩნევდნენ, რომ პრეზერვატივების შეფუთვაზე არსებული წარწერები და გამოსახულებები არღვევდა კანონს რეკლამის შესახებ და იყო არაეთიკური იმის გათვალისწინებით, შეურაცხყოფდა რელიგიას.

2018 წელს საქალაქო სასამართლომ კომპანია 500 ლარით დააჯარიმა და მას ბაზრიდან პროდუქციის ამოსაღებად ერთკვირიანი ვადა მისცა.

საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება “აიისამ” სააპელაციო სასამართლოში გაასაჩივრა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები