ივანე ჩხაიძე: საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში – ახალი შტამი “ლამდა” მსოფლიოს 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული

იაშვილის ცენტრალური საავადამყოფოს კლინიკური დირექტორის, ივანე ჩხაიძის განცხადებით, საქართველო კორონავირუსის მეოთხე ტალღის ფაზაშია.

ჩხაიძემ კორონავირუსის ახალ შტამზეც ისაუბრა.

“საქართველო რეალურად არის მეოთხე ტალღის ფაზაში. “ლამდა” დღეისათვის მსოფლიოს 29 ქვეყანაშია დაფიქსირებული, ერთადერთი ქვეყანა, სადაც ის უპირატესი გავრცელებით გამოირჩევა არის პერუ, ინფიცირების 82 პროცენტი სწორედ “ლამდა”-თი არის გამოწვეული. ჯერჯერობით, ჯანმო მიიჩნევს, რომ ეს არის შეშფოთების ვარიანტი”,- აღნიშნა ჩხაიძემ.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები