5 ივლისი არის ჩვენი, ყველას ერთად გამოსაძიებელი. ეს არის შინაგან საქმეთა სამინისტროს და პროკურატურის ვალდებულება, ყველა შესაბამისი, სახელმწიფო უწყების, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ ერთ-ერთმა ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ ჟურნალისტებს განუცხადა.
„თუ ჩვენ და თქვენ კითხვები დაგრჩებათ, რომელიმე მოძალადესთან დაკავშირებით, თუკი იქნება ელემენტარული მტკიცებულება მაინც, რომ კონკრეტულ ადამიანებს შორის იყო კავშირი, რაც მათ ორგანიზებაზე მეტყველებს და ეს ადამიანები არ დაისჯებიან, მაშინ თქვენ და მე, ერთად მოვთხოვოთ პასუხი იმ ადამიანებს, რომელთა ვალდებულებაცაა და არ გააკეთებენ“, – განაცხადა მამუკა მდინარაძემ.