ძველი წელთაღრიცხვიდან XX საუკუნემდე – პანდემიათა მიერ ადამიანების განადგურების ქრონიკა

ინფეცქიური დაავადებების გამოვლენისას, პანდემია ყველაზე არასასურველი მოვლენაა. უკვე ყველამ ვიცით, რომ პანდემია ეწოდება მოვლენას, როდესაც ეპიდემია ცდება ქვეყნის საზღვარს.

აღსანიშნავია, რომ გადამდები დაავადებები მას შემდეგ ჩნდება, რაც ადამიანებმა ნადირობა და შემგროვებლობა დაიწყეს, თუმცა 10 000 წლის წინ დაწყებულმა აგრარულმა საქმიანობამ წარმოშვა საზოგადოებრივი წყობა, სადაც პანდემიის გაჩენის ალბათობა გაიზარდა. მალარია, ტუბერკულოზი, კეთრი, გრიპი და სხვა დაავადებები პირველად სწორედ ამ პერიდოში გვხვდება.

ცივილიზაციის განვითარების კვალდაკვალ, რასაც თან ახლდა ქალაქებს შორის დამაკავშირებელი სავაჭრო გზების გაყვანა თუ ომების წარმოება, პანდემიების საფრთხემაც იმატა. გთავაზობთ პანდემიათა მიერ ადამიანების განადგურების ქრონიკა.

ათენი (ძვ.წ. 430 წ.)

Картинки по запросу "430 B.C.: Athens"

ისტორიული წყაროს მიხედვით, უძველესი პანდემია პელოპონესის ომის დროს წარმოიშვა. მას შემდეგ, რაც დაავადებამ მოიცვა ლიბია, ეთიოპია და ეგვიპტე, მან გადალახა ათენის კედლებიც, რომელიც სპარტელთა ალყაში იმყოფებოდა. ამ ყოველივემ მოსახლეობის ორი მესამედი გაანადგურა.

სიმპტომები მოიცავდა ცხელებას, წყურვილს, წყლულებს ყელისა და ენის მიდამოებში, შეწითლებულ კანსა და დაზიანებებს. თავდაპირველად, მას ტიპურ გრიპად მიიჩნევდნენ, თუმცა ამ დაავადებამ მნიშვნელოვნად შეასუსტა ათენელები, რამაც სპარტელთა მიერ მათი დამარცხება განაპირობა.

ანტონინის ჭირი (165 წ.)

Картинки по запросу "Antonine Plague"

ანტონინის ჭირი შესაძლოა ჩუტყვავილას პირველ გამოვლინებას წარმოადგენს და იგი ჰუნების სახელს უკავშირდება. ჰუნებმა გერმანელები დააინფიცირეს, რომელთაც, თავის მხრივ, დაავადება რომაელებს გადასდეს. ბრძოლის ველიდან სამშობლოში დაბრუნებულმა ჯარისკაცებმა კი, ის მთელ იმპერიას მოსდეს. სიმპტომები მოიცავდა ცხელებას, ყელის ტკივილს, დიარეას და თუ ავადმყოფის სიცოცხლე დიდხანს გასტანდა, მას დაჩირქებული ჭრილობებიც აღენიშნებოდა. ამ ჭირმა ახ.წ. 180 წლამდე გასტანა და ვარაუდობენ, რომ იმპერატორი მარკუს ავრელიუსიც სწორედ მან შეიწირა.

იუსტინიანეს ჭირი (541 წ.)

Картинки по запросу "Justinian Plague"

ეგვიპტეში გაჩენილი დაავადება მოედო პალესტინას, ბიზანტიის იმპერიასა და შემდეგ მთელ ხმელთაშუაზღვისპირეთს.

აღნიშნულმა ჭირმა მთლიანად შეცვალა იმპერიის პოლიტიკური კურსი. ეს იყო გამანადგურებელი პასუხი იმპერატორ იუსტინიანეს გეგმაზე, რომლის მიხედვითაც, ისტორიულ საზღვრებში უნდა აღდგენილიყო ძველი რომის იმპერია. ამ პასუხმა დამანგრეველი ეკონომიკური შედეგი მოიტანა. გარდა ამისა, შექმნილმა აპოკალიფსურმა ვითარებამ ქრისტიანობის სწრაფი გავრცელებაც გამოიწვია.

მომდევნო ორი საუკუნის განმავლობაში განმეორებით გამოვლენილმა ჭირმა 50 მილიონი ადამიანი შეიწირა, რაც მაშინდელი მსოფლიო პოპულაციის 26 % – ს შეადგენდა. არსებობს ვარაუდი, რომ ეს ბუბონური შავი ჭირის პირველი გამოვლინება იყო, რომელიც ლიმფური ჯირკვლების გადიდებით ხასიათდებოდა და ვირთხებისა და რწყილების მეშვეობით გავრცელდა.

კეთრი (მე – 11 საუკუნე)

Картинки по запросу "Leprosy"

მიუხედავად იმისა, რომ კეთრი საუკუნეების განმავლობაში არსებობდა, პანდემიის სახე მან ევროპაში შუა საუკუნეებში მიიღო. ამან უამრავი საავადმყოფოს მშენებლობა განაპირობა, რომლებიც დაავადებულთა აურაცხელი რაოდენობისთვის იყო განკუთვნილი.

ნელა განვითარებადი ბაქტერიული დაავადება, რომელიც ჭრილობებითა და განვითარების დარღვევებით ხასიათდება, მიჩნეული იყო ღვთის რისხვად, რომელიც ოჯახებში შეიჭრა. ამ რწმენამ დაავადებულთა განსჯა და მათი განდევნა გამოიწვია. დღესდღეობით, ჰანსენის დაავადებად წოდებული სენი კვლავ ტანჯავს წელიწადში ათობით ათას ადამიანს და ზოგჯერ ფატალურადაც მთავრდება, თუ ანტიბიოტიკებით დროულად არ ვუმკურნალებთ.

შავი ჭირი (1350 წ.)

Картинки по запросу "1350: The Black Death"

ბუბონური ჭირის მეორე გამოვლინება, რომელმაც მსოფლიო პოპულაციის მესამედი შეიწირა, სავარაუდოდ, აზიიდან გავრცელდა და დასავლეთით არსებული ქარავნებისკენ გადაინაცვლა. 1347 წელს, როდესაც დაავადებულებმა სიცილიის პორტ მესინას მიაშურეს, ევროპაში  ჭირის სწრაფი გავრცელება დაიწყო. ამ სენით გარდაცვალება იმდენად ჩვეულ მოვლენად იქცა, რომ ხშირად გარდაცვლილთა სხეულები მიწაზე ლპებოდნენ, რაც ქალაქებში უსიამოვნო სუნს იწვევდა.

ჭირმა იმდენად გამოაცალა ძალა ბრიტანეთსა და საფრანგეთს, რომ მათ ერთმანეთის წინააღმდეგ წარმოებული ომი შეწყვიტეს და ზავი დადეს. დაავადების მიერ გამოწვეულმა ეკონომიკურმა და დემოგრაფიულმა შედეგებმა დაანგრია ბრიტანული ფეოდალური სისტემა.

გრინლენდის მხარეში მოსახლეობის შემცირებამ ვიკინგების დასუსტება გამოიწვია, რამაც მნიშვნელოვნად იმოქმედა მათ მიერ ადგილობრივი მოსახლეობის წინააღმდეგ წარმართულ ბრძოლებზე და შეაჩერა ჩრდილოეთ ამერიკის ძიების პროცესი.

კოლუმბის გაცვლა (1492 წ.)

Картинки по запросу "1492: The Columbian Exchange"

ესპანელების მიერ კარიბის ზღვის აუზის ტერიტორიაზე ჩასვლამ გამოიწვია ევროპელთა მიერ ადგილობრივებში ისეთი დაავადებების გავრცელება, როგორიც არის ჩუტყვავილა, წითელა თუ ბუბონური ჭირი. დაავადებებმა, რომლებიც იქამდე აღნიშნულ ტერიტორიაზე არ გამოვლენილა, ადგილობრივთა 90 % შეიწირა.

1548 წელს ქრისტეფორე კოლუმბი ჩავიდა კუნძულ ისპანიოლაში და შეხვდა ტაინოს აბორიგენებს, რომელთა რაოდენობაც ამ პროცესებამდე, დაახლოებით, 60 000 ადამიანს ითვლიდა. 1548 წლისთვის კი ისინი 500 ადამიანს შეადგენდნენ. ეს სცენარი მთელ ამერიკის კონტინენტზე განმეორდა.

1520 წელს განადგურდა აცტეკების იმპერია, რომელიც აფრიკიდან ჩამოყვანილი მონების მიერ გავრცელებულმა ჩუტყვავილამ შეიწირა.

2019 წელს ჩატარებული კვლევის თანახმად, ზემოხსენებული დაავადებების მიერ მე-16 – მე-17 საუკუნეებში 56 მილიონი ადგილობრივი ამერიკელის გარდაცვალებას შესაძლოა დედამიწის კლიმატის ცვლილებაც გამოეწვია, რადგან დამუშავებულმა მიწებმა გაზრდილი, მცენარეული საფარის მეშვეობით, ატმოსფეროდან მეტი CO2 მიიღეს, რამაც ერთგვარი გამაგრილებელი ფუნქცია იტვირთა.

ლონდონის დიდი ჭირი (1655 წ.)

Картинки по запросу "1665: The Great Plague of London"

მეორედ გამოვლენილმა ბუბონურმა ჭირმა ლონდონის 20 % შეიწირა. როდესაც პროცესმა მასობრივი სახე მიიღო და ქალაქი ერთ დიდ სასაფლაოს დაემსგავსა, ლონდონში გადაწყვიტეს, დაეხოცათ ასობით ათასი კატა და ძაღლი, როგორც პოტენციური საფრთხე, რომელთაც სენის გავრცელება მდინარე ტემზაზე არსებული პორტების გავლით შეეძლოთ. ჭირის ყველაზე საშინელი გამოვლინება 1666 წლის შემოდგომაზე დაფიქსირდა და პარალელურად მომხდარ საზარელ მოვლენას, ლონდონის დიდ ხანძარს დაემთხვა.

ქოლერას პირველი პანდემია (1817 წ.)

Картинки по запросу "1817: First Cholera Pandemic"

მომდევნო 150 წლის განმავლობაში გამოვლენილი 7 შემთხვევიდან კუჭ-ნაწლავის ინფექციის პირველი ფაქტი რუსეთში დაფიქსირდა და მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. საკვებით, წყლითა და ექსკრემენტით გავრცელებულმა დაავადებამ ბრიტანელ ჯარისკაცებამდეც მიაღწია, რომელთაც იგი ინდოეთში ჩაიტანეს, სადაც ამ მიზეზით, მილიონობით ადამიანი გარდაიცვალა. ბრიტანული იმპერიისა და მისი საზღვაო ფლოტის წვდომის წყალობით ესპანეთზე, აფრიკაზე, ინდონეზიაზე, ჩინეთზე, იაპონიაზე, იტალიაზე, გერმანიასა და ამერიკაზე, ქოლერას სენმა 150 000 ადამიანი შეიწირა. მიუხედავად იმისა, რომ ვაქცინა 1885 წელს შეიქმნა, პანდემიამ არსებობა განაგრძო.

მესამე ჭირის პანდემია (1855 წ.)

Картинки по запросу "1855: The Third Plague Pandemic"

ჩინეთში დაწყებულმა ბუბონურმა ჭირმა, რომელიც ინდოეთსა და ჰონგ-კონგში გავრცელდა, 15 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა. იუნანში სამრეწველო ბუმის დროს რწყილების მიერ გავრცელებული სენი გახდა ერთგვარი ფაქტორი პართეისა და ტაიპინგის აჯანყებაში. ამ პროცესმა ინდოეთს ყველაზე დიდი რაოდენობის ადამიანური რესურსი დააკარგვინა, რაც გამოყენებული იქნა როგორც მიზეზი, ბრიტანელთა რეპრესიული პოლიტიკის წინააღმდეგ ასამხედრებლად. პანდემია აქტიურად მიიჩნეოდა 1960 წლამდე, სანამ დაავადებულთა რაოდენობა რამდენიმე ასეულამდე არ შემცირდა.

ფიჯის წითელას პანდემია (1875 წ.)

Картинки по запросу "1875 fiji measles epidemic wikipedia"

მას შემდეგ, რაც ფიჯი ბრიტანეთს გადაეცა, დედოფალი ვიქტორიასგან ჯილდოს სახით, სამეფო კარის წარმომადგენლები ავსტრალიას ეწვივნენ. შედეგად, გავრცელებული დაავადება მათ თავიანთ კუნძულზე ჩაიტანეს. ამას ხელი შეუწყო ტომთა ბელადებისა და პოლიციის წარმომადგენლების კონტაქტმა, რომელიც დამშვიდობებისას შედგა.

სწრაფად გავრცელებული სენის გამო, კუნძული გაივსო ცხოველების მიერ დასახიჩრებული გვამებით, დაიწვა და განადგურდა სოფლები და ფიჯის 40 000 ადამიანისგან შემდგარი მოსახლეობის მესამედი დაიღუპა.

რუსული გრიპი (1899 წ.)

Картинки по запросу "1889: Russian Flu"

პირველი მნიშვნელოვანი გრიპის პანდემია გაჩნდა ციმბირსა და ყაზახეთში, საიდანაც გადაინაცვლა მოსკოვში და გავრცელდა ფინეთსა და პოლონეთში, რითიც გზა გაეხსნა მთელი ევროპის მიმართულებით. მომდევნო წელს გრიპმა გადალახა ოკეანე და მიაღწია აფრიკასა და ჩრდილოეთ ამერიკას. დაავადებამ 360 000 ადამიანი შეიწირა.

ესპანური გრიპი (1918 წ.)

Картинки по запросу "1918: Spanish Flu"

ფრინველის გრიპად ცნობილი დაავადება, რომელმაც 50 მილიონი ადამიანის სიცოცხლე შეიწირა, ერთ-ერთი მოსაზრების მიხედვით, ჩინეთში წარმოიშვა და ჩინელი მუშების მიერ გავრცელდა, რომლებიც რკინიგზით, კანადის გასწვრივ, ევროპისკენ მიემგზავრებოდნენ. ჩრდილოეთ ამერიკაში გრიპი პირველად 1918 წელს კანზასის შტატში გამოჩნდა და გაზაფხულისთვის ევროპას მოედო. 1918 წელს მადრიდში გავრცელებული გრიპის შესახებ არსებული ცნობების გამო, პანდემიამ ესპანური გრიპის სახელი მიიღო.

ოქტომბრის თვისკენ უკვე ასი ათასობით ამერიკელი იყო დაღუპული და გარდაცვლილთა სხეულების მოსასვენებელი სივრცის დეფიციტი შეიქმნა. 1919 წლის ზაფხულზე გრიპი გაუჩინარდა. ამ დროისთვის მოსახლეობის ნაწილი უკვე გარდაცვლილი იყო, ნაწილს კი იმუნიტეტი ჰქონდა გამომუშავებული.

აზიური გრიპი (1957 წ.)

Картинки по запросу "1957: Asian flu"

ჰონგ-კონგში გაჩენილი გრიპი, რომელიც ჩინეთის გავლით ამერიკაში გავრცელდა, სავალალო შედეგების მომტანი აღმოჩნდა ინგლისისთვის, სადაც 6 თვის განმავლობაში, 14 000 ადამიანი დაიღუპა. გრიპის მეორე ტალღამ, რომელიც 1958 წელს დაიწყო, გლობალური პოპულაციის 1,1 მილიონი ადამიანი იმსხვერპლა, საიდანაც 116 000 მხოლოდ ამერიკის შეერთებულ შტატებზე მოდის. შემუშავებულმა ვაქცინამ პანდემიის წინააღმდეგ ეფექტურად იმუშავა.

აივ / შიდსი (1981 წ.)

Картинки по запросу "AIDS"

1981 წელს გამოვლენილი დაავადება, შიდსი, ანადგურებს ადამიანის იმუნურ სისტემას, რაც იწვევს ფატალურ შედეგს იმ დაავადებების წინააღმდეგ ბრძოლაში, რომელთან გამკლავებაც ადამიანს იმუნოდეფიციტის ვირუსის გამოვლენამდე შეეძლო. აივ ინფექციის დროს აღინიშნება ცხელება, თავის ტკივილი, გაფართოებული ლიმფური კვანძები. როდესაც სიმპტომები ნელდება, ვირუსული ინფექცია ძლიერდება სისხლისა და სასქესო სითხეების მეშვეობით, რაც საბოლოოდ კლავს ლიმფოციტებს.

შიდსი პირველად ამერიკულ გეი თემში დაფიქსირდა, თუმცა არსებობს მოსაზრება, რომ იგი 1920 წელს დასავლეთ აფრიკაში გამოვლენილი შიმპანზის ვირუსიდან გავრცელდა. დაავადება, რომელიც სხეულში არსებულ სითხოვან ნაწილებში ვრცელდება, 1960 წელს ჰაიტიში, ხოლო 1970 წელს ნიუ-იორკსა და სან-ფრანცისკოში გამოვლინდა.

სამკურნალო საშუალებებმა დაავადების პროგრესი შეაფერხა, თუმცა მისი აღმოცენებიდან დღემდე მან უკვე მოასწრო 35 მილიონი ადამიანის შეწირვა. განკურნების წამალი დღემდე უცნობია.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები