ზაალ უდუმაშვილი: ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ძალოვანი უწყებები

“ალბათ, უფრო მისაღებია ყველა პარტიისთვის და არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დააკომპლექტონ ძალოვანი სტრუქტურები”, – ასე გამოეხმაურა “ნაციონალური მოძრაობის” წევრი, ზაალ უდუმაშვილი მამუკა ხაზარაძის ინიციატივას.

უდუმაშვილის თქმით, მათ აქვთ ხედვა, თუ როგორ უნდა დაკომპლექტდეს ძალოვანი სტრუქტურები.

“მოვისმინე “ლელოს” წარმომადგენლების განცხადებები და ალბათ უფრო მისაღებია ყველა პარტიისთვის და არა მხოლოდ “ნაციონალური მოძრაობისთვის”, რომ პოლიტიკურმა პარტიებმა არ უნდა დააკომპლექტოს ძალოვანი სტრუქტურები და არ იყო ხაზგასმით “ნაციონალურ მოძრაობაზე” საუბარი. ჩვენ გვაქვს ჩვენი ხედვა, როგორ უნდა დაკომპლექტდეს ძალოვანი უწყებები, მაგალითად გენერალური პროკურორის შერჩევაში მთლიანად არასამთავრობო სექტორი უნდა იყოს ჩართული და მათგან უნდა მოდიოდეს კანდიდატურა, ასევე, შინაგან საქმეთა სამინისტროს გაყოფა უნდა მოხდეს, რომ აღარ მივიღოთ პოლიტიკური პოლიცია, ასე რომ, ეს რეფორმები, მე ვფიქრობ, ყველა ოპოზიციური პარტიისთვის მისაღები იქნება”,- განაცხადა უდუმაშვილმა​​.

ცნობისთვის, “ლელოს” ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ სოციალურ ქსელში დაწერა: “საჭიროა შეთანხმება, რომ ,,ნაციონალური მოძრაობის,, მხრიდან ძალოვანი მინისტრები არ იქნებიან წარდგენილები მომავალ მთავრობაში”.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები