მზარდი კოვიდსტატისტიკა – ოკუპირებულ აფხაზეთში ეპიდვითარება რთულდება

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის შემთხვევები მკვეთრად იმატებს.
საოკუპაციო რეჟიმის ე.წ ჯანდაცვის უწყების ინფორმაციით, ჩატარებული 609 ტესტის შედეგად, კორონავირუსი 196 ადამიანს დაუდასტურდა.

გასული 2 დღის განმავლობაში კორონავირუსით 5 პაციენტი გარდაიცვალა, მათ შორის ყველაზე ახალგაზრდა 35 წლის მამაკაცია.

ამ დროისთვის, საავადმყოფოებში 100-მდე პაციენტი მძიმე მდგომარეობაშია.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსის დადასტურებულ შემთხვევათა საერთო რაოდენობა 20 159-ს აღწევს. დაფიქსირდა 282 ლეტალური შემთხვევა, გამოჯანმრთელდა 16 367 ადამიანი.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები