სამოქალაქო აქტივისტი: ვინმემ დააზუსტებინა შარლ მიშელს, ევროპამდე დამაშორებელ ამ ერთ თაობას, როგორ ზომავს?

ვინმემ დააზუსტებინა შარლ მიშელს, ევროპამდე დამაშორებელ ამ ერთ თაობას როგორ ზომავს? – ამის შესახებ სამოქალაქო აქტივისტი თამარ ცოფურაშვილი სოციალურ ქსელში წერს.

ის ფიქრობს, რომ აღნიშნული პერიოდი ოც წელს ნიშნავს.

“და ვინმემ დააზუსტებინა შარლ მიშელს, ევროპამდე დამაშორებელ ამ ერთ თაობას, როგორ ზომავს? არადა კარგი იქნებოდა. ჩემი გამოცდილებით, ევროპაში ეგ არა ხუთ, არა ათ, არამედ ოც წელს ნიშნავს და რაც გვითხრა, რიტორიკულად კარგად კი ჟღერს, მაგრამ რეალურ დროში “მოსეს ორმოც წელსაც” გადავაჭარბებთ. თუმცა 5 ივლისის შემდეგ საერთოდ ევროინტეგრაციაზე, რომ გველაპარაკება, ეგეც სასიამოვნოდ გასაკვირია”, – წერს სამოქალაქო აქტივისტი.

ცნობისთვის, პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ბათუმის საერთაშორისო კონფერენციაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომ დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა.

ერთი თაობა, რომელმაც ძალიან ძლიერი ძალისხმევით მიაღწია წინსვლას, ერთი თაობა, რომელიც განსაზღვრავს მომავალს და აშენებს საკუთარ სივრცეს კეთილდღეობის თანამშრომლობის, ამ საერთო ფასეულობების საფუძველზე, და ეს არ ყოფილა იოლი გზა. ეს სულისკვეთება მიმდინარეობდა დესტაბილიზაციის, აგრესიის, გამოწვევების ფონზე და პირობებში. ევროკავშირი თქვენთან არის და სრულ სოლიდარობას გიცხადებთ. აქ ჩვენ ვგულისხმობთ იმ გამოწვევებს, რომელიც ჩვენი საერთო მიზნისკენ გვინათებს გზას…ვახსენე ერთი თაობა დამოუკიდებლობისა და ევროკავშირში ინტეგრაციის გზაზე. ამ ერთი თაობის დროს მანძილი თქვენს საზოგადოებებსა და ევროკავშირს შორის უპრეცედენტოდ შემცირდა. ევროკავშირი არის თქვენი ყველაზე ერთგული პარტნიორი უფრო მეტი დემოკრატიისთვის, უფრო მეტი სტაბილურობისთვის და მეტი კეთილდღეობისთის, და რაც მთავარია, თქვენი ქვეყნის მოსახლეობის სასარგელოდ“, – განაცხადა შარლ მიშელმა.

შეგახსენებთ, რომ ბათუმის საერთაშორისო კონფერენციის ფარგლებში საქართველოს, უკრაინისა და მოლდოვის პრეზიდენტებმა ერთობლივ დეკლარაციას მოაწერეს ხელი.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები