ვახტანგ მეგრელიშვილი: ჩემი აზრით, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს
“ჩემი აზრით, შარლ მიშელის შეთანხმების დოკუმენტის შესრულება ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს”, – ამის შესახებ „გირჩის“ წევრმა, ვახტანგ მეგრელიშვილმა განაცხადა.
მისი თქმით, შარლ მიშელთან დღევანდელ შეხვედრაზე მათი საუბრის მთავარი თემა სწორედ შეთანხმების შესრულება იქნება.
„მიშელის სახელის დოკუმენტის შესრულება იქნება ჩვენი მთავარი თემა და ძალიან მაინტერესებს, როგორი წარმოდგენის არის ჩვენი ბოლო შეხვედრის შემდგომ საქართველოში განვითარებულ მოვლენებზე. ჩემი აზრით, ორივე მხრიდან დარღვევებით მიმდინარეობს შეთანხმების დოკუმენტის შესრულება, მთელი თამაში მდგომარეობს იმაში, რომ ერთმანეთს დავაბრალოთ ეს დარღვევები“, – განაცხადა ვახტანგ მეგრელიშვილმა.