გერმანიაში უამინდობის შედეგად დაღუპულთა რიცხვი კვლავ იზრდება
გერმანიაში წყალდიდობის შედეგად დღეის მდგომარეობით 133 ადამიანია დაღუპული. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Bild ავრცელებს.
„ვითარება ერფტსტადტ-ბლესების რაიონში პარასკევს უეცრად დამძიმდა. არის საშიშროება, რომ მსხვერპლის რიცხვი გაიზრდება“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
სააგენტოს ცნობით, ჰეინსბერგის რაიონში კაშხლის ჯებირები ჩამოიშალა. აღნიშნულ რაიონსა და მის მიმდებარედ დაწყებულია მოსახლეობის ევაკუაცია. არსებული მონაცემებით, სტიქიური უბედურების შედეგად დაშავებულია 700 ადამიანი.