ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსს 3 პაციენტი ემსხვერპლა, 189 კი დაინფიცირდა – მათ შორის, “ენგურჰესზეც”

ოკუპირებულ აფხაზეთში ბოლო ერთ დღეში კორონავირუსს სამი პაციენტი ემსხვერპლა, სულ პანდემიის გავრცელებიდან ე.წ. რესპუბლიკაში 272 ლეტალური შემთხვევა ფიქსირდება.

ასევე, ბოლო 24 საათში ინფიცირების 189 შემთხვევა გამოვლინდა, სულ კი 19 595 დადასტურებული შემთხვევაა.

გუდაუთის კოვიდსაავადმყოფოში 165 პაციენტი მკურნალობს, მათგან 46-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 45 პირია მოთავსებული, 18 მძიმე მდგომარეობაში; ოჩამჩირეში – 24; გაგრაში – 44, ხოლო ტყვარჩელის საავადმყოფოში 15 ადამიანი მკურნალობს.

ასევე, აფხაზური მედიის ინფორმაციით, “ენგურჰესზე”, თითქმის სამი კვირის განმავლობაში პირველად, კორონავირუსით ინფიცირების პირველი შემთხვევა გამოვლინდა.

როგორც გალის საავადმყოფოს მთავარმა ექიმმა, ასტამურ გამგიამ თქვა, ის იზოლაციაში გადავიდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები