პროფესორი რამაზ ჭილაია გარდაიცვალა
ფილოლოგიის მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი რამაზ ჭილაია ხანგრძლივი ავადმყოფობის შედეგად გარდაიცვალა.
ინფორმაციას სოციალურ ქსელში, მეცნიერის გვერდზე, მისი მეგობრები ავრცელებენ.
რამაზ ჭილაია ლექციებს კითხულობდა თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იყო რუსთაველის ფონდის ექსპერტი, 2020 წელს კრებულისთვის „პოეტიკური ჩანაწერები“ „საბას” ლაურეატი გახდა საუკეთესო ლიტერატურული კრიტიკის ნომინაციაში.