ელისო ბოლქვაძე მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნინო სანადირაძეს შეხვდა
კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე მუზეუმების გაერთიანების დირექტორს, ნინო სანადირაძეს შეხვდა.
პარლამენტის ინფორმაციით, შეხვედრაზე იმსჯელეს ახალგაზრდა თაობების მუზეუმებით დაინტერესების შესახებ, ასევე, ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე.
„მნიშვნელოვანია მუზეუმების მიმართ ახალგაზრდების ინტერესის გაღვივება, მუზეუმებში სხვადასხვა კულტურული ღონისძიების გამართვა.
შეხვედრაზე ასევე ვისაუბრეთ ზაქარია ფალიაშვილის იუბილესთან დაკავშირებით დაგეგმილ ღონისძიებაზე, რომელიც კულტურის კომიტეტის სახელით მიმდინარე წლის ოქტომბერში გაიმართება. საიუბილეო საღამოზე მოწვეული იქნებიან დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლები”, – განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.