სალომე სამადაშვილი: ახლა მაქსიმალურად უნდა დავაზიანოთ ხელისუფლება, მეც მინდა, ხვალ გამოვიდე, დავიძახო და შეშინებული ივანიშვილი გაიქცეს ამ ქვეყნიდან, სამწუხაროდ, ასე არ ხდება

“ჩვენ ახლა მაქსიმალურად უნდა დავაზიანოთ ხელისუფლება ადგილობრივ არჩევნებამდე, მეც ძალიან მინდა, რომ ხვალ გამოვიდე, ერთი ხმამაღლა დავიძახო და შეშინებული ბიძინა ივანიშვილი საერთოდ გაიქცეს ამ ქვეყნიდან, მაგრამ, სამწუხაროდ, ასე არ ხდება”, – ამის შესახებ ფრაქცია „ლელო-პარტნიორობა საქართველოსთვის“ წევრმა, სალომე სამადაშვილმა „პალიტრანიუსის“ გადაცემა „360 გრადუსში განაცხადა.

მისი თქმით, საპარლამენტო ოპოზიციური პარტიები კონსულტაციებს მართავენ, რათა დაიწყოს მთავრობისთვის უნდობლობის გამოცხადების პროცესი.

„მე ვფიქრობ, რომ არ არის შემთხვევითი, რომ „ქართული ოცნება“ ყველანაირად ცდილობს, დაარღვიოს ეს შეთანხმება და, ამავე დროს, მუდმივად ცდილობს, რომ შეატრიალოს ეს და ბრალი ჩენ დაგვდოს იმაში, რომ ჩვენ ვარღვევთ შეთანხმებას. მათთვის ძალიან მომგებიანი იქნება, თუ მიშელის დოკუმენტი, ანუ შეთანხმება დაირღვევა და თან ამას შეეცდებიან, რომ დააბრალონ ოპოზიციას, იმიტომ, რომ ეს მათ ათავისუფლებს შესაბამისად სხვა ვალდებულებებისგან. ჩვენ, რა თქმა უნდა, არ ვართ ასეთი სულელები, ამიტომ ამის შესაძლებლობას „ქართულ ოცნებას“ არავინ მისცემს. თუ დოკუმენტი დაირღვევა და დოკუმენტი დაირღვა, პირდაპირ ვთქვათ, როდესაც დანიშნეს გუშინ მოსამართლეები და ამაზე ითქვა არაერთხელ ჩვენი საერთაშორისო პარტნიორებისგან, ამ დარღვევაზე პასუხისმგებლობა მთლიანად უნდა დაეკისროს მმართველ გუნდს. არის ყალბი დიქოტომია, რომ თითქოს ქუჩა და პარლამენტი ერთმანეთის გამომრიცხავია, ზოგადად ბრძოლა ყველა ფრონტზე უნდა გაიმართოს და ერთი მეორეს არანაირად არ უშლის ხელს. „ქართულ ოცნებას“ აქვს დღეს რთული ვითარება როგორც ქვეყნის შიგნით, ისე ქვეყნის გარეთ. ჩვენ შეცდომის დაშვების უფლება არ გვაქვს და ამიტომ ჩვენ ვიმოქმედებთ იმ სტრატეგიით, რა სტრატეგიაც, მიგვაჩნია, რომ არის რაციონალური და სწორი.

დაიწყო კონსულტაცია იმასთან დაკავშირებით, რომ ჩვენ დავიწყოთ უნდობლობის გამოცხადების პროცედურა. ეს იქნება ძალიან საინტერესო პოლიტიკური პროცესი, შედეგი გამოჩნდება. ჯერ უნდა გამოჩნდეს ოპოზიცია ჩამოყალიბდება ამისთვის თუ არა იმიტომ, რომ ჯერ კონსულტაციები მიმდინარეობს და ხმებიც უნდა დაითვალოს, გვაქვს თუ არა საკმარისი ხმები ამისთვის. ამის პარალელურად, ჩვენ მონაწილეობას მივიღებთ საკონსტიტუციო ცვლილებებში, იმიტომ, რომ კონსტიტუცია უნდა შეიცვალოს აუცილებლად, ისე, როგორც ეს არის შეთანხმებული მიშელის დოკუმენტში,“- განაცხადა სამადაშვილმა.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები