ირაკლი ქადაგიშვილი: სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს

“ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ და ეს რეფორმა მომავალ წელს, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დასრულდეს”, – ამის შესახებ პარლამენტის საპროცედურო საკითხთა კომიტეტის თავმჯდომარემ, ირაკლი ქადაგიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, სანქციების დაწესების რეალური საშიშროება არ არსებობს.

„შარლ მიშელის დოკუმენტში არსებული ჩანაწერი, რომ დროებით შეჩერებულიყო უზენაესი სასამართლოს მოსამართლეთა დანიშვნა, გულისხმობდა, რომ კანდიდატებს დამატებით მისცემოდათ საშუალება, მათი ნომინირება ყოფილიყო. ეს პირობა შევასრულეთ, შევაჩერეთ პროცედურა და საშუალება მივეცით, ნომინირების საშუალება სხვებაც ჰქონოდათ. ზოგადი ნათქვამის გარდა, გვაინტერესებს, კონკრეტულად რომელ კანონში რა ცვლილება უნდა იყოს ისეთი, რომელიც ამ პროცესის სანდოობას გაზრდის, რადგან ვენეციის კომისიის რეკომენდაციები სიტყვა-სიტყვით შევასრულეთ და ეს რეფორმა მომავალ წელს, საგაზაფხულო სესიაზე უნდა დასრულდეს. საუბარია ფინანსურ ნაწილში შესაძლო 75 მილიონ ტრანშზე, სესხზე. ამ პროცესში ვთანამშრომლობთ, ახსნა-განმარტების რეჟიმი გვაქვს პარტნიორებთან და მოვლენებს წინ ნუ გავასწრებთ. არანაირი რეალური საშიშროება სანქციების არ არსებობს. მესმის, რომ გარკვეული ოპოზიციური პარტიებიდან რეპორტები მიდის, მაგრამ არსებობს ჩვენი ოფიციალური პოზიციები, რის შემდეგაც, საბოლოოდ, ხდება გადაწყვეტილებების მიღება“, – განაცხადა ირაკლი ქადაგიშვილმა.

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები