ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსი კიდევ 187 პირს დაუდასტურდა, 2 პაციენტი გარდაიცვალა

ოკუპირებულ აფხაზეთში კორონავირუსით ინფიცირების 187 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და პანდემიის დაწყებიდან ეს უკვე 19 219 შემთხვევაა.

ასევე, ბოლო ერთ დღეში ვირუსს ორი პაციენტი შეეწირა, სულ ოკუპირებულ რეგიონში 269 ლეტალური შემთხვევაა.

კორონავირუსთან ბრძოლის შტაბში განაცხადეს, რომ გუდაუთაში 161 პაციენტი იმყოფება, მათგან 67-ის მდგომარეობა მძიმეა; სოხუმში 44 პირია, 20-ის მდგომარეობა მძიმეა; ოჩამჩირეში 29 პაციენტი მკურნალობს, გაგრაში – 43, ტყვარჩელში – 15.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები