„ხალხური საღამოები“ – ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება

ფოლკლორის ცენტრის ფესტივალი „ხალხური საღამოები“ საქართველოს სხვადასხვა სოფელსა თუ ქალაქში გაიმართება.
ფოლკლორის ცენტრის ინფორმაციით, ქართული ხალხური სიმღერა ყველგან აჟღერდება – სკვერში, ტაძრის, ეთნოგრაფიული სახლის ეზოში, სტადიონზე, სოფლის ცენტრში.
ფესტივალში მონაწილეობს: 18 ფოლკლორული, 16 საოჯახო ანსამბლი და 3 ინდივიდუალური შემსრულებელი.

ფოლკლორის ცენტრის ინიციატივით და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, საზაფხულო კონცერტები სხვადასხვა კუთხეში აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.

 კონცერტების განრიგი:
14 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – ფოლკლორული ანსამბლები: ანჩისხატი, ადილეი, დიდგორი, სახიობა, გორდა;
ინდივიდუალური შემსრულებლები: თინათინ-ნარგილე მეჰთიევა, ალეკო ხიზანიშვილი, ხვიჩა ხვთისიაშვილი;
17 ივლისი – გურია, სოფელი მთისპირი – ანსამბლი „დიდგორი“;
18 ივლისი – გურია, სოფელი შემოქმედი – ანსამბლი „დიდგორი“;
20 ივლისი – თბილისი, ფოლკლორის ცენტრის ეზო – საოჯახო ანსამბლების კონცერტი:
კახეთიდან ბიძინაშვილები;
თბილისიდან მელაძეები;
თბილისიდან ვეშაპიძეები;
მცხეთა-მთიანეთიდან გორელიშვილები;
თბილისიდან ურუშაძეები;
21 ივლისი – იმერეთი, ქალაქი წყალტუბო – ანსამბლები: „ნადური“ (წყალტუბო) და „ოდოია“ (სამეგრელო);
22 ივლისი – გურია, ქალაქი ჩოხატაური – ანსამბლები: „ამაღლება“ (ჩოხატაური) და „მუსიკელი“ (სენაკი);
24 ივლისი – კახეთი, სოფელი ართანა – ანსამბლები: „ძირიანი“ (რაჭა) და „პატარა კახი“ (კახეთი);
25 ივლისი – ქვემო ქართლი, ქალაქი წალკა – ანსამბლი „სახიობა“;
29 ივლისი – სამეგრელო, ქალაქი სენაკი – ანსამბლები: „ამაღლება“ (ჩოხატაური) და „მუსიკელი“ (სენაკი);
2 აგვისტო – „ოდოია“ და „ნადური“ – ზუგდიდი
10 აგვისტო – აჭარა, სოფელი მერისი – ანსამბლი „გორდა“ და თურმანიძეების ოჯახი;
29 აგვისტო – გურია, სოფელი სურები – ანსამბლი „ადილეი“;
30 აგვისტო – გურია, სოფელი ჩოჩხათი – ანსამბლები: „ადილეი“ და „შემოქმედი“.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები