„…ოღონდ მათაც უნდა ესმოდეთ“ – ომარ მხეიძის პოზიცია მიმდინარე მოვლენებზე

ცნობილი მოცეკვავე ომარ მხეიძე ქვეყანაში განვითარებულ მოვლენებთან დაკავშირებით სტატუსს აქვეყნებს.
„მოგესალმებით. ქვეყანაში მიმდინარე რთულ პროცესებთან დაკავშირებით მინდა ჩემი მკაფიო პოზიცია დავაფიქსირო. პირველ რიგში, ვგმობ და ვემიჯნები ყველანაირ ძალადობას. ყველა მოძალადემ პასუხი უნდა აგოს კანონის წინაშე.
ასევე მინდა ჩემი მკაფიო პოზიციის დაფიქსირება ლგბტ თემთან დაკავშირებით.
კატეგორიულად ვგმობ ლგბტ პროპაგანდას(!)
განსხვავებული სექსუალური ორიენტაციის ადამიანები იყვნენ, არიან და იქნებიან და მათზე არავინ უნდა იძალადოს. ეს ცალსახაა, ოღონდ მათაც უნდა ესმოდეთ, რომ მათი ცხოვრების წესის პროპაგანდა(!) ჩვენთვის, საქართველოს მოსახლეობის უმრავლესობისთვის, უკიდურესად არასასურველია.
ასევე მინდა აღვნიშნო, არასასურველად და მიუღებლად მიმაჩნია ნებისმიერი, ტრადიციული თუ არატრადიციული, სექსუალური ორიენტაციის ადამიანების სექსუალური სურვილების და მიდრეკილებების ქუჩაში, სააშკარაოზე გამოტანა. რამეთუ ეს იმდენად ინტიმური საკითხია, მისი ქუჩაში, სახალხოდ გამომზეურება, ჩემი აზრით, მინიმუმ უხერხულია..
არ შემიძლია არ აღვნიშნო ჩემი დიდი პატივისცემა, ნდობა და სიყვარული ჩვენი პატრიარქის მიმართ.
უფალმა გააძლიეროს ჩვენი ერის სულიერი მამა ილია მეორე! უპირობოდ ვეთანხმები და ვიღებ მის ყველა გზავნილს, განკუთვნილს ჩვენთვის, მისი სულიერი შვილებისთვის. განვიცდი, რომ ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო არ შემიძლია მის გვერდით ფიზიკური დგომა, როგორც ამას, ჩოხოსან მეგობრებთან ერთად, ვაკეთებდი მრავალი წლის მანძილზე.
ამ განსაცდელის ჟამს, უფალმა გააძლიეროს პატრიარქი ილია მეორე და სრულიად საქართველო!.
სიყვარულით და პატივისცემით, ომარ მხეიძე“, – წერს ომარ მხეიძე ფეისბუქის გვერდზე.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები