სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა
ეროვნულ კინოცენტრში სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის პრეზენტაცია გაიმართა, რომელსაც უძღვებოდნენ: ეროვნული კინოცენტრის დირექტორი გაგა ჩხეიძე, კინოფესტივალის დამფუძნებელი, რეჟისორი მარიამ ხაჭვანი და სასტუმრო „გისტოლას” წარმომადგენელი მაიკო მურაჩაშვილი.
სვანეთის პირველი საერთაშორისო კინოფესტივალი მესტიაში ჩატარდება 25-29 ივლისს. იგი გაიხსნება დეა კულუმბეგაშვილის ფილმით „დასაწყისი”, რომელსაც მსახიობი ია სუხიტაშვილი წარადგენს. ფესტივალზე ასევე შედგება სპეციალური ჩვენებები შემდეგი ქართული ფილმებისა: „შინდისი”, „ჯიმ შვანთე” დავ„დედე”.
სვანეთის საერთაშორისო კინოფესტივალის პირველ გამოშვებაზე წარმოდგენილი იქნება მოკლემეტრაჟიანი ფილმების საერთაშორისო კონკურსი (ფილმების მიღება უკვე დაწყებულია და იგი 15 ივლისს დასრულდება). ჟიურის წევრებს შორის იქნებიან – ვენეციისა და ლოკარნოს საერთაშორისო კინოფესტივალების სელექტორი პაოლო ბერტოლინი, რეჟისორი ლევან კოღუაშვილი და რეჟისორი ანა ურუშაძე.
კინოჩვენებების გარდა სვანეთის კინოფესტივალი უმასპინძლებს მასტერკლასებს.