“ამ ხალხს კოცონზე წვავდნენ” – ექიმი ლგბტ პირებზე

რუსი ექიმი კარდიოლოგი, ტელე- და რადიოწამყვანი, ალექსანდრე მიასნიკოვი აცხადებს, რომ რუსეთში ლგბტ წარმომადგენლებს არასდროს დევნიდნენ და ეს უკავშირდება არა რუსების ტოლერანტობას, არამედ იმას, რომ “ჩვენთან ასეთი წესი არ არის”.

ამის შესახებ მან ტელეგრამ არხზე თქვა.

”არ მახსენდება ძველ რუსეთში, თანამედროვე რუსეთში ამ ადამიანების მიმართ მნიშვნელოვანი დევნა განხორციელებულიყო. ლეონარდო და ვინჩის მიუსაჯეს, სხვებს ევროპაში კოცონებზე წვავდნენ, თავს კვეთდნენ. პარიზის გრევის მოედანზე, ტროტუარზე არის სამახსოვრო ნიშანი, რომ 1750 წელს აქ ჰომოსექსუალი წყვილი სიკვდილით დასაჯეს – მიუხედავად იმისა, რომ, მათ მეფეებს რომ გადახედო, ყოველი მეორე იყო..”, – თქვა მიასნიკოვმა.

მან ასევე აღნიშნა, რომ იდეოლოგიის აგრესიული პროპაგანდა, რომელიც “ჩვენი საზოგადოების საფუძვლებს ხრწნის”, პირდაპირ დასავლეთიდან მოდის. მისი განმარტებით, ეს პროპაგანდა აწყდება “ნორმალური” რუსების მხრიდან “ანატომიური ხვრელების” საკითხის ღრმა უარყოფით აღქმას.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები