პაკისტანში სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა
პაკისტანის ჩრდილოეთ-დასავლეთით, სამგზავრო ავტობუსის აფეთქებას, სულ მცირე, 10 ადამიანი ემსხვერპლა, 39 დაშავდა.
ინფორმაციას “სინჰუა” ავრცელებს.
მომხდარის დეტალები უცნობია.
მედიის ინფორმაციით, დაღუპულთა შორის ჩინეთის 4 მოქალაქეც არის.