ოკუპირებული აფხაზეთი რუსეთს ვირუსთან ბრძოლისთვის მედპერსონალის გამოყოფას სთხოვს

ოკუპირებული აფხაზეთის ე.წ. ჯანდაცვის სამინისტრომ რუს კოლეგებს წერილობითი თხოვნით მიმართა, სადაც ე.წ. რესპუბლიკაში COVID-19-ის წინააღმდეგ საბრძოლველად სპეციალისტების გაგზავნას ითხოვენ.

ამის შესახებ დე ფაქტო ჯანდაცვის მინისტრმა, ედუარდ ბუთბამ განაცხადა.

ამავე დროს, მან თქვა, რომ დარწმუნებული “აფხაზური მედიცინა გაუმკლავდება კორონავირუსს და ეს დაავადება დამარცხდება, მაგრამ, რუსი სპეციალისტების დახმარებით, მასთან ბრძოლა უფრო ადვილი იქნებოდა”.

ოკუპირებულ აფხაზეთში რუსეთის თავდაცვის სამინისტროს მობილურმა “მულტიდისციპლინურმა ჰოსპიტალმა” მუშაობა გასული წლის 20 ოქტომბერს დაიწყო და 1-ელ მარტს დაასრულა.

გარდა ამისა, რამდენიმე თვის განმავლობაში რუსი ექიმების ჯგუფი რამდენიმე თვის განმავლობაში გუდაუთის კოვიდჰოსპიტალში მუშაობდა.

კომენტარები

კომენტარი

- რეკლამა -

სხვა სიახლეები