ანა ბუჩუკური: ფაქტია, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გრძნობს და რაღაცნაირად იმ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, რაც 5 ივლისს ვიხილეთ

“სახელმწიფო ვეღარ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციებს და, სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შეცვლით, სახელისა და გვარის ცვლილებით ეს ვერ გამოსწორდება”, – ამის შესახებ პარტია „საქართველოსთვის“ წევრმა, ანა ბუჩუკურმა განაცხადა.

მისი თქმით, ამ პერიოდში რა განცხადებებიც გაკეთდა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გრძნობს.

„ყოველთვის- როცა ქვეყანაში ხდება ის, რაც ხდება, პირველ ყოვლისა, პასუხისმგებლობა ხელისუფლებას ეკისრება. ამ პოლიტიკური პასუხისმგებლობით ეს ადამიანები საკანონმდებლო ორგანოში უნდა მობრძანდნენ და დაგროვებულ კითხვებს პასუხი გასცენ. სახელმწიფო ვეღარ ასრულებს თავის საბაზისო ფუნქციებს და სამწუხაროდ, ერთი ადამიანის შეცვლით, სახელის და გვარის ცვლილებით ეს ვერ გამოსწორდება. მე ვერ ვხედავ რესურს არც მისი გადადგომის და არც ახალი სახელი და გვარის ჩანაცვლებით ქვეყანაში სიტუაციის შეცვლის. ამ პერიოდში რა განცხადებებიც გაკეთდა, სამწუხაროდ, ფაქტია, რომ პასუხისმგებლობას ხელისუფლება ვერ გრძნობს და რაღაცნაირად იმ ყველაფრის გამართლებას ცდილობს, რაც 5 ივლისს ვიხილეთ. ქვეყანა იმ ზღვრამდეა მისული, ვგულისხმობ ხელისუფლების და ინსტიტუტების სისუსტეს, რომ სახელმწიფო ინსტიტუტები საბაზისო ფუნქციასაც ვერ ასრულებს. საბოლოო ჯამში შედეგს იმას ვიღებთ, რომ კონკრეტულ სახელებს და გვარებს უკვე მნიშვნელობა არ აქვს. პირველი პასუხისმგებლობა, რაც უნდა გამოავლინოს პრემიერმინისტრმა არის ის, რომ ხალხის მიერ არჩეულ საკანონმდებლო ორგანოში მობრძანდეს. სამწუხაროდ, ჯერჯერობითზ არც ამაზე მივიღეთ პასუხი. ქვეყანაში სიტუაცია არჩევნებით უნდა შეიცვალოს“, – განაცხადა ბუჩუკურმა.

 

 

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები