გერმანიაში კოვიდსტატისტიკა უკვე ერთი კვირაა, მზარდია

გერმანიაში ბოლო ერთი კვირაა, კორონავირუსით ინფიცირების მაჩვენებელი იზრდება.

დღევანდელი მონაცემით, ის შეადგენს 100 ათასს მოსახლეზე 6,5 შემთხვევას, მაშინ როდესაც 6 ივლისს ეს მაჩვენებელი 4,9 შემთხვევას უდრიდა.

რობერტ კოხის ინსტიტუტის მონაცემით, ბოლო 24 საათში ქვეყანაში ინფიცირების 646 ახალი შემთხვევა და 26 გარდაცვალება დაფიქსირდა. აღინიშნება, რომ მიუხედავად იმისა, რომ 7-დღიანი მაჩვენებელი გაზრდილია, დღიური მაჩვენებელი დაბალ ნიშნულზე რჩება.

გერმანიაში პანდემიის გავრცელებიდან დღემდე ინფიცირების 3,7 მილიონი შემთხვევა და 91,2 გარდაცვალება ფიქსირდება.

ამასთანავე, ქვეყანაში შეზღუდვების შესუსტებისა და აუცრელი ადამინების შეზღუდვის შესაძლებლობას განიხილავენ.

კორონავირუსის შეზღუდვების თანდათანობით მოხსნის ფონზე, გერმანიის ეკონომიკისა და ენერგეტიკის მინისტრმა, პიტერ ალტმაიერმა თქვა, რომ საჭიროა აუჩქარებელი მოქმედება, რათა აღარ  აღდგეს ე.წ. ლოქდაუნი.

”ეს იქნება ყველაზე ცუდი რამ და არის ის, რაც ყველანაირად უნდა ავიცილოთ თავიდან”, – თქვა მან გაზეთ Augsburger Allgemeine- სთან ინტერვიუში.

ამავე დროს, გერმანიის სამედიცინო პალატის ხელმძღვანელმა, კლაუს რაინჰარდტმა ვაქცინაციაზე საუბრისას თქვა, რომ “აუცრელი ადამიანების თავისუფლების შეზღუდვა სავალდებულო ვაქცინაციის შემოღებას უდრის. ვფიქრობ, ეს არასწორი იქნებოდა”, – თქვა მან გაზეთ Rheinische Post- თან ინტერვიუში.

რეინჰარდტმა აღნიშნა, რომ ვაქცინაცია ჯერ ყველას არ აქვს გავლილი, ადამიანთა ზოგიერთ ჯგუფს კი არ შეუძლია ამის გაკეთება, მაგალითად, 12 წლამდე ასაკის ბავშვებს, ორსულებს, გარკვეული დაავადებების მქონე ადამიანებს.

”ამ ადამიანების გამორიცხვა საზოგადოებრივი ცხოვრებიდან არ შეიძლება”, – დასძინა მან.

გერმანიაში დღესდღეობით კოვიდ19-სგან მთლიანად მოსახლეობის 42%-ია აცრილი, 58%-ზე მეტმა, სულ მცირე, ერთი დოზა მიიღო.

კომენტარები

კომენტარი

სხვა სიახლეები